აჭარაში, დიდთოვლობის გამო, სახლი ჩამოინგრა – არის მსხვერპლი

დიდთოვლობის გამო, ხელვაჩაურში, სოფელ განთიადში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად 60-წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.
შემთხვევის დროს სახლში 5 ადამიანი იმყოფებოდა.  3 მათგანი დაშავებულია.
ამ დროისთვის, მაშველები ნანგრევებში 19-20 წლის ასაკის ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ.
უბედური შემთხვევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ფერიაში გუშინაც მოხდა – ქართველიშვილების ოჯახის საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად, 44 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები