„ბავშვთა სამყაროს“ დემონტაჟი დღეს დაიწყება – ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა

„ბავშვთა სამყაროს“ დემონტაჟი დღეს დაიწყება. წინასწარი ინფორმაციით, შენობის დემონტაჟს იმ ნაწილიდან იწყებენ, სადაც ე.წ. ოქროს ბირჟა იყო განთავსებული. შენობის ამ ნაწილის მოხსნის შემდეგ, მოვაჭრეებს შენობაში შეიყვანენ და მათ კუთვნილ ძვირფასი ნივთებს გამოიტანენ.
სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები შენობაშ შესვლას ამ დრომდე ითხოვენ. მოვაჭრეთა ნაწილი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება, ითხოვს, რომ შენობის დემონტაჟამდე, მათ შესვლის უფლება მისცენ, რათა საკუთარი საქონლის გამოტანა შეძლონ.
ექსპერტების დასკვნით კი, ბეტონის კონსტრუქციები შესაძლოა ნებისმიერ დროს ჩამოიშალოს, ამიტომ შენობაში შესვლა სიცოცხლისთვის სახიფათოა.
ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამწვარ სავაჭრო ცენტრთან უსაფრთხოების ზომების გამო, დაცვა გააძლიერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები