მარია გაბრიელი: ქართველი ხალხი უდავოდ იმსახურებს უვიზო მიმოსვლას

“თქვენმა ქვეყანამ გაატარა ძალიან დიდი და რთული რეფორმები, ამიტომ ეს არის დამსახურებული უვიზო მიმოსვლა”, – ამის შესახებ ქართველ ჟურნალისტებს ევროპარლამენტის წევრმა, საქართველოს საკითხის მომხსენებელმა, მარია გაბრიელმა განუცხადა.
მისი თქმით, პირველ ან 2 მარტს მოხდება ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს შორის საბოლოო შეთანხმება, ხოლო 15 მარტამდე ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოქვეყნდება.
„უპირველეს ყოვლისა, მიმაჩნია, რომ ეს კენჭისყრა ევროპარლამენტში არის ყველა იმ მიღწევის აღიარება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა გასწია. ქართველი ხალხი უდავოდ იმსახურებს უვიზო მიმოსვლას. ამრიგად, ეს არის დიდი დღე ჩვენთვის, დარჩება მხოლოდ მცირე სახის პროცედურები.
პირველ ან 2 მარტს მოხდება ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს შორის საბოლოო შეთანხმება – ხელმოწერა. გადაწყვეტილება გამოქვეყნდება მაქსიმუმ 15 მარტამდე. ხელმოწერიდან 20 დღეში კი საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროპაში უვიზოდ მოგზაურობას.
ჩემი მკაფიო მიზანია, რომ მარტის ბოლომდე ეს პროცესი ბოლომდე მივიყვანო. ბოლო წუთამდე გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ შედეგი მალე დადგეს”, – განაცხადა მარია გაბრიელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები