გიორგი ალიბეგაშვილი საკრებულოს დეპუტატებთან ერთად ნორვეგიის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის წარმომადგენელს შეხვდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს დეპუტატები საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრის, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის, თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, გენდერულ საკითხებში ნორვეგიის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის წარმომადგენელს, ლის შანკის შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ,, ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ“ ევროპული ქარტიის თაობაზე იმსჯელეს. საუბარი ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის მეხუთე მოწვევის საკრებულოს მიერ გენდერული თანასწორობისა და ქალთა თანამონაწილეობის გაძლიერების მიმართულებით უკვე განხორციელებულ სამუშაოებს, ასევე,  ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერულ სტრატეგიასაც“ შეეხო, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა ნორვეგიის ადგილობრივ თვითმართველობათა ასოციაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, შედგება მუშა ჯგუფები, დაიგეგმება შეხვედრები და გენდერული თანასწორობის საკითხი თვითმმართველობაში კიდევ უფრო მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.

„ჩვენ ვაცნობიერებთ იმ სარგებელს, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა ეტაპზე ქალთა მონაწილეობას უკავშირდება და ამასთან, ვფიქრობთ, რომ დემოკრატიის განვითარების კუთხით, გენდერულ თანასწორობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს’’, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

თამარ ტალიაშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებების დაცვისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით, მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ოჯახის გაძლიერება, ხოლო პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში, ასევე, ზოგადად, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა პოზიტიური როლის გამოკვეთაა. შეხვედრაზე დეპუტატმა ადგილობრივ დონეზე აღნიშნული პრიორიტეტების ეფექტური განხორციელების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

პროექტი, რომელსაც საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია ახორციელებს, მიზნად ადგილობრივ დონეებზე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის საკითხებზე მუშაობას და საზოგადოების ყველა ჯგუფში ქალთა როლის გაძლიერებას ისახავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები