ირაკლი კობახიძემ ბელგიის სენატის თავმჯდომარე კრისტინ დეფრენი საქართველოში ვიზიტით მოიწვია

ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და პარლამენტის წევრები ბელგიის სენატის თავმჯდომარეს, კრისტინ დეფრენს შეხვდნენ.
კრისტინ დეფრენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა. პარლამენტის თავმჯდომარემ ბელგიის სენატის თავმჯდომარეს საქართველოში მიმდინარე რეფორმები გააცნო. შეხვედრისას საუბარი ორმხრივი თანამშომლობის საკითხებსაც შეეხო. ბელგიურმა მხარემ საკუთარი გამოცდილების გაზიარებისთვის და აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბელგიის სენატის თავმჯდომარე კრისტინ დეფრენი საქართველოში ვიზიტით მოიწვია, რაზეც მისგან თანხმობა მიიღო.
პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარლამენტის წევრებთან ერთად ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც, 2 თებერვალს, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაციის კენჭისყრის პროცედურას დაესწრება.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირინე ფრუიძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები, ნინო გოგუაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი, ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები