2 თებერვალი

11:00
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე მეხუთე საკითხად საქართველოს პარლამენტის წევრის, დავით სონღულაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივა განიხილება, რომელიც ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ საქართველოს კანონში, ასევე, საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. ამავე სხდომაზე მე-6 და მე-7 საკითხად განიხილება საინიციატივო ჯგუფის (პარტიზანული მებაღეობა თბილისში) და არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” მიერ წარდგენილი საკანომდებლო წინადადება, ამავე კანონმდებლობის გამკაცრების მოთხოვნით.
საკონტაქტო პირი ცინცაბაძე – 577292201 ანანო

11:00
ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში ღონისძიება გაიმართება.
მის: ი. ჭაჭავაძის გამზ. #76
საკონტაქტო ტელ: 558 57 13 47

11:00
სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საჯარო შეხვედრას გამართავს.
მედია ადგილზე უნდა იყოს 10:30 საათზე

11:00
„მარშალპრესის“ პრეს-კლუბში საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი ზაზა გაბუნია პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: საკონსტიტუციო ცვლილებები; მოსმენების შესახებ კანონი; ვიზალიბერალიზაცია;
მის: მაჩაბლის ქ. #7
საკონტაქტო ტელ: 599 261 414

11:30
სააქციო საზოგადოება „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“ აღმასრულებელი დირექტორი, იურისტი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ.

მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.
საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565

11:30
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა დასამოქალაქო ინტეგრაციის კომისისის სხდომა გაიმართება.

11:30
„მარშალპრესის“ პრეს-კლუბში საქართველოს პარლამენტის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი ემზარ კვიციანი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ოპტიმიზაცია თავდაცვის უწყებაში; კანონი მოსმენების შესახებ; საკონსტიტუციო ცვლილებები; პოლიტიკური პროცესები.
მის: მაჩაბლის ქ. #7
საკონტაქტო ტელ: 599 261 414

12:00
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პოლიტიკური პატია „დავით თევზაძე – მშვიდობიანი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. ისაუბრებს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე პროცესებზეც.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.
საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565

13:00
ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება თაღლითობისათვის დაკავებული ორი ადვოკატის სასამართლო პროცესი, რომლის პარალელურადაც სასამართლოს წინ, მოეწყობა ვერეს ხეობის დაზარალებულთა საპროტესტო აქცია.
საკონტაქტო პირი თამუნა ქუთათელაძე – 577114005

13:00  
სასტუმრო „თბილისი მერიოტის“ დარბაზში „სანადიმო გაიმართება, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე, კვალიფიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა.
საკონტაქტო პირი გიორგი ახვლედიანი – 591 77 98 98

13:00
„ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორი 2016 წლის ანგარიშს წარადგენს. წლიური ანგარიშის წარდგენას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე გახსნის.
მის.: თავისუფლების მოედანი, შ. დადიანის ქ. #2/1
საკონტაქტო პირი ნინიკო ბოჯგუა – 577191417

14:00
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “აფხაზთა კრებაში” შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართავენ.

14:00
გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე „თავისუფალი საქართველო“ მანიფესტაციას გამართავს. აქცია მიეძღვნება 25 წლის წინ „მხედრიონის“ მიერ პირველი პრეზიდენტის მომხრეთა მიტინგის დახვრეტას. საკონტაქტო: 595 00 39 85.

15:00
საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე სერგო რატიანი ფრაქციის ოთახში „პედაგოგებსა და მასწავლებელთა პროფკავშირის“ წარმომადგენლებს შეხვდება.
თემა: პედაგოგების ხელფასის მატების ხელის შემშლელი ბიუროკრატიული ფაქტორები.
საკონტაქტო პირი თორნიკე დიასამიძე – 597 04 06 08

18:30
“თიბისი გალერეაში” გამოიფინება ფიროსმანის ნამუშევრების „თამარ მეფისა“ და „რუსთაველის“ ნახატები. ორ ნახატს რესტავრაცია „თიბისი ბანკის“ დაფინანსებით ჩაუტარდა.

2 თებერვალს, 19:00 საათზე, ტექნოპარკში, პროგრამა „ბიზნეს ინკუბატორის“ მესამე ნაკადისთვის ღია კარის დღე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები