ანგელა მერკელი 2 თებერვალს თურქეთში ჩავა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი 2 თებერვალს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით თურქეთში ჩავა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
ეს თურქეთში მერკელის პირველი ვიზიტია 2016 წლის 15 ივლისის სამხედრო ამბოხების შემდეგ, რომელშიც ოფიციალური ანკარა აშშ-ში მცხოვრებ ისლამის მქადაგებელს, ფეთჰულაჰ გიულენს ადანაშაულებს.
ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება მერკელის შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, ასევე, პარლამენტში მისვლა, რომლის შენობაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს დაზიანდა.   კანცლერი თურქეთის პრემიერ-მინისტრს, ნინალი ილდირიმსაც შეხვდება.
ვიზიტის მთავარი მიზანია ლტოლვილების საკითხზე მოლაპარაკება. გერმანიის კანცლერი თურქეთსა და ევროკავშირს შორის ლტოლვილებზე გაფორმებულ შეთანხმებას მხარს უჭერს. თურქეთის ხელისუფლებამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ ის შეთანხმების გადახედვას არ გამორიცხავს. ეს განცხადება ანკარამ მას შემდეგ გააკეთა, რაც საბერძნეთმა იქ გაქცეული 8 თურქი სამხედროს თურქეთში ექსტრადირებაზე უარი განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები