მინსკში დღეს უკრაინის საკითხზე სამმხრივი ჯგუფის შეხვედრა იმართება

ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში დღეს უკრაინის საკითხზე სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე აღმოსავლეთ უკრაინაში ბოლო დროს გართულებული მდგომარეობის მოგვარების საკითხები იქნება განხილული.
შეხვედრას წინ უძღოდა დონეცკის მახლობლად დასახლება ავდეევკასთან პრორუს “ბოევიკებსა“ და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის მომხდარი საბრძოლო შეტაკება. სხვადასხვა მონაცემებით, ორივე მხრიდან 20-მდე ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. დაჭრილია ათობით პირი.
დასახლება ავდეევკის მოსახლეობას პრორუსი სეპარატისტების მხრიდან დაბომბვების შედეგად, არ მიეწოდება დენი, წყალი და 20-გრადუსიან ყინვებში არა აქვს გათბობა. ამჟამად ავდეევკის მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის გამწვავების გამო, გაეროს უშიშროების საბჭომ შეშფოთება გამოხატა და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები