გიორგი მაჭავარიანი: თუ ჩემი ბრალეულობა გამოიკვეთება, მზად ვარ, ციხეში ჩავჯდე

“თუ ჩემი ბრალეულობა გამოიკვეთება, მზად ვარ, ციხეში ჩავჯდე”, – ასე უპასუხა სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორმა, გიორგი მაჭავარიანმა ხანძრის განზრახ გაჩენის შესახებ აქციონერების ნაწილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს.
როგორც მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას აქვს ეჭვი, რომ მოხდა დივერსია, ვინაიდან ამხელა ტერიტორია ასე მარტივად დაიწვა.
„თუ ჩემი ბრალეულობა გამოიკვეთება, მზად ვარ ციხეში ჩავჯდე. გაყიდვას არ ვაპირებდი, პირიქით, 1,5 მილიონი დავხარჯეთ ამ შენობის რემონტისთვის. გამოძიება დაადგენს ყველაფერს. თავს არ ვიმართლებ. ნულზე დავჯექი მთლიანად და ჩემი თავის მტერი ხომ არ ვარ? ვიყიდე აქციები, 5 პროცენტის მფლობელი ვარ და აქციების ყიდვას ვაგრძელებდი. პირიქით, ეჭვი მაქვს დივერსიის, რადგან ასე მარტივად დაიწვა ამხელა ტერიტორია“, – განაცხადა „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორმა.
მაჭავარიანმა ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სავაჭრო ცენტრის წილს ბიძინა ივანიშვილი ფლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები