ექსპერტ-კრიმინალისტი: არსებობს „ბავშვთა სამყაროს“ შენობის ჩამოშლის რეალური საფრთხე

“არსებობს შენობის ჩამოშლის რეალური საფრთხე, აქედან გამომდინარე, იქ მოვაჭრეების შესვლა, რათა მათ საკუთარი ნივთები აიღონ, არ შეიძლება”, – ამის შესახებ „ბავშვთა სამყაროსთან“ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტ-კრიმინალისტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ექსპერტების აღნიშნულ დასკვნას უკმაყოფილებით შეხვდნენ „ბავშვთა სამყაროში“ ძვირფასი ნივთებით მოვაჭრე მოქალაქეები. ისინი მოითხოვენ, რომ შენობაში ისინი ეტაპობრივად შეუშვან , რათა კუთვნილი ნივთები აიღონ. დაზარალებულები ადგილზე დილიდან არიან შეკრებილები. ადგილზე მობილიზებულია თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახური, ასევე, პოლიციის თანამშრომლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები