აზერბაიჯანში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ოთხი ტერორისტია ლიკვიდირებული

აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ტერორისტული დაჯგუფების ოთხი წევრია ლიკვიდირებული. ისინი რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტერაქტებს გეგმავდნენ.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ტერორისტებმა უსაფრთხოების ძალებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს.
სპეცოპერაცია მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა. აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ დაჯგუფება რესპუბლიკის სხვადასხვა რაიონებში აფეთქებების მოწყობას გეგმავდა.
ერთ-ერთი ტერორისტი დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები