რუსეთის კიბერუსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელს აშშ-ის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებენ

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ორ თანამშრომელს და „კასპერსკის ლაბორატორიის“ ყოფილ მენეჯერს აშშ-ის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ სააგენტო “ინტერფაქსი” იუწყება.
როგორც დაკავებულთა ადვოკატები აცხადებენ, საუბარია უშიშროების ფედერალური სამსახურის საინფორმაციო უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელზე სერგეი მიხაილოვზე და მის თანაშემწეზე დიმიტრი დიკუჩაევზე, ასევე „კასპერსკის ლაბორატორიის“ ყოფილ თანამშრომელზე რუსლან სტოიანოვზე. ადვოკატების თქმით, არც ერთი დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ ანიკეევი დააკავეს. ის კომპიუტერულ ინფორმაციაზე უკანონო წვდომაშია ეჭვმიტანილი. ანიკეევის საქმე დაკავშირებულია ცნობილი რუსი ბიზნესმენების და ჩინოვნიკების პერსონალური მონაცემების გატაცებასთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები