შალვა ხუციშვილი: უკრაინაში ქართველ სამხედროებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ

ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის დაკავებასთან დაკავშირებით, შს სამინისტროს მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქართველ სამხედროებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, უკრაინაში მყოფ არცერთ მოქალაქეზე ინტერპოლით ძებნა არ ხორციელდება.
“მინდა დავამშვიდო მოქალაქეები, ვინც არიან უკრაინაში: ცერცვაძის გარდა, ინტერპოლით ძებნა სხვა პირის მიმართ არ ხორციელდება. არავის გადაცემა ჩვენ არ განგვიხორციელებია და რაიმე საფრთხე ან საშიშროება ქართველ სამხედროებს ამ კუთხით არ ემუქრებათ“, – განაცხადა ხუციშვილმა.
პოლკოვნიკი ცერცვაძე უკრაინის სასამართლომ მიმდინარე წლის 27 იანვარს გაათავისუფლა. გიორგი ცერცვაძე 15 იანვარს საქართველოდან უკრაინაში გამგზავრების შემდეგ კიევის აეროპორტში დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენას ედავება, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის მიერ 2016 წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა. ცერცვაძე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მისამართით კი გამოითქვა ბრალდება, რომ
უწყებამ საკუთარი ჯარისკაცი ვერ დაიცვა და რუსეთთან ითანამშრომლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები