აშშ-ის კონგრესში შეტანილია რეზოლუციის პროექტი ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების შესახებ

შეერთებული შტატების კონგრესში შეტანილია რეზოლუციის პროექტი, რომელიც ამერიკის პრეზიდენტს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების უფლებას აძლევს იმ შემთხვევაში, თყ ეს ქვეყანა ბირთვული იარაღის შექმნას შეეცდება. დოკუმენტის ტექსტი კონგრესის საიტზეა გამოქვეყნებული.
დოკუმენტის ტექსტში წერია, რომ აშშ-მ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ არ დაუშვას ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ვინაიდან ეს საფრთხეს შეუქმნის როგორც რეგიონს, ასევე აშშ-ის მოკავშირეებს.
აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია კონგრესში “დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელმა ელსი ჰასტინგსმა შეიტანა, რომელიც ირანთან ბირთვული შეთანხმების გაფორმების წინააღმდეგი იყო.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ის ირანთან გაფორმებული ბირთვული შეთანხმებით უკმაყოფილოა და მისი გადახედვაა აუცილებელი. ირანში აცხადებენ, რომ შეთანხმება არა მარტო აშშ-სთან, არამედ სხვა ქვეყნებთანაც არის გაფორმებული და მისი გადახედვა შეუძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები