აჭარაში დიდთოვლობის გამო საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა – დაღუპულია 45 წლის მამაკაცი

აჭარაში, სოფელ ფერიაში, დიდთოვლობის გამო, საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 45 წლის კაცი დაიღუპა.
მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები