ისრაელი იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 3 ათასამდე სახლის მშენებლობას გეგმავს

ისრაელის მთავრობამ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე კიდევ 3 ათასი სახლის მშენებლობას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ტვიტერში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაწერა.
გარდა ამისა, ახალი დასახლებების მშენებლობას ისრაელის თავდაცვის სამინისტრომაც დაუჭირა მხარი. ისრაელის თავდაცვის უწყება იმ ტერიტორიებს განაგებს, რომლებიც ისრაელმა 1967 წლის ომის შემდეგ დაიკავა.
გაერო ამ ტერიტორიებს ოკუპირებულს უწოდებს, ისრაელი კი აცხადებს, რომ ამ მიწებს კანონიერად აკონტროლებს.
საერთაშორისო საზოგადოება მოუწოდებს ისრაელს, ამ ტერიტორიაზე ებრაული დასახლებების მშენებლობისგან თავი შეიკავოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები