ტრამპმა აშშ-ის უზენაეს სასამართლოში კონსერვატიული შეხედულებების მქონე მოსამართლე წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უზენაეს სასამართლოში კონსერვატიული შეხედულებების მქონე მოსამართლე – ნილ გორსაჩი წარადგინა. მოსამართლე 49 წლისაა და კონსერვატიული შეხედულებები აქვს. ამჟამად ის აშშ-ის მეათე ოლქის სააპელაციო სასამართლოში მსახურობს.
როგორც ტრამპმა განაცხადა, ამით მან წინასაარჩევნო კამპანიის დროს დადებული პირობა შეასრულა. ტრამპი აცხადებდა, რომ კონსერვატიული შეხედულებების მქონე მოსამართლეს დანიშნავს, რომელიც მხარს დაუჭერს მოქალაქეების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის თავისუფალი ტარებისა და შენახვის უფლებას, ასევე გამოდის  გეი ქორწინებების და აბორტების წინააღმდეგ.
გორსაჩის კანდიდატურას მხარი უნდა დაუჭიროს სენატმა. „დემოკრატები“ აცხადებენ, რომ სწორედ ზედმეტად კონსერვატიული შეხედულებების გამო, გორსაჩის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ.
აშშ-ის უზენაესი სასამართლო  შეერთებული შტატების უმაღლესი სასამართლო ინსტანციაა. ის, როგორც წესი, სააპელაციო სასამართლოს ფუნქციებს ასრულებს და განიხილავს შტატების ხელისუფლებებსა და ფედერალურ მთავრობას შორის არსებულ საკანონმდებლო დავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები