სახელმწიფო დეპარტამენტი აღმოსავლეთ უკრაინაში დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღმოსავლეთ უკრაინაში, დასახლება ავდეევკის მახლობლად, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ასევე, განცხადებაში საუბარია რეგიონში ეუთოს დამკვირვებლების შეყვანის აუცილებლობაზე. განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ აშშ მინსკის შეთანხმებებს მხარს უჭერს.
დონბასში სიტუაციის გამწვავების გამო, შეშფოთება გამოხატა ასევე გაეროს უშიშროების საბჭომ.  უშიშროების საბჭომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერა გამოთქვა.
დონეცკის მახლობლად საბრძოლო მოქმედებები 29 იანვარს განახლდა. ეუთოს ინფორმაციით, პრორუსი “ბოევიკები“ და უკრაინის შეიარაღებული ძალები მძიმე შეიარაღებას იყენებენ.
დაპირისპირებული მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები