ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი და ნაძალადევის რაიონის გამგეობის წარმომადგენელი დააკავეს (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის თანამშრომელი და ნაძალადევის რაიონის გამგეობის წარმომადგენელი დააკავა.
“გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ერთ-ერთი გამარჯვებული კომპანიისთვის, სამუშაოების განხორციელების პროცესში გარკვეული უპირატესობის მინიჭებისა და სამსახურებრივი მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, აიღეს დიდი ოდენობით თანხა.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები