1 თებერვალი
10:30 საათზე – საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის წევრი ბექა ნაცვლიშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: „სოციალისტების“ ვარიანტი კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით; ფარული მიყურადების პროექტი და არასამთავრობოთა პროტესტი; პრეზიდენტის პოზიცია „გასაღებთან“ დაკავშირებით; სხვა, მიმდინარე საკითხები.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა N14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.
საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565
12:00 საათზე – თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. ისაუბრებს, როგორც ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებთან დაკავშირებით საკრებულოს პოზიციაზე, ასევე სხვა, მიმდინარე საკითხებზე.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა N14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.
საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565
13:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი მეძმარიაშვილი, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ზაზა ხეჩუაშვილი, გენერალური მდივნობის კანდიდატი მაია აზარაშვილი და იურისტი როინ მიგრიაული პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: სეოკ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სასამართლოში არსებული დავა. მხარეები საპრეზიდენტო არჩევნების არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას წარმოადგენენ. მისამართი: კოსტავას 75, სპორტის სასახლე, პირველი სართული, საკონფერენციო ოთახი. საკონტაქტო პირი: 595 881 888 მარიამი.
14:30
„ლიტვური საცხობის” წარმომადგენლები, ლიტვის ელჩი და ნათაძის სახელობის ლაბორატორიის წარმომადგენელი „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: ისინი შავი შეფერილობის პურის ღებვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უპასუხებენ.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა N14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.
საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565