ბრიტანელი დეპუტატები – დიდ ბრიტანეთში ჩასულ მიგრანტებს ვირთხებით სავსე სახლებში ათავსებენ

დიდ ბრიტანეთში  ჩასულ მიგრანტებს ვირთხებით, თაგვებით და მწერებით სავსე სახლებში ათავსებენ. ამის შესახებ წერია მოხსენებაში, რომელიც ბრიტანელმა დეპუტატებმა მოამზადეს. პარლამენტის შინაგან საქმეთა კომიტეტმა ამ ფაქტს სამარცხვინო უწოდა.
მოხსენებაში ერთ-ერთი ლტოლვილის განცხადებაა მოყვანილი, რომელიც ამბობს, რომ ვირთხები მას სამშობლოში წამებისთვის განკუთვნილ საკანს ახსენებდნენ.
„ვირთხები კარადიდან გამორბოდნენ და პირდაპირ კიბეებზე არბოდნენ. მე ძალიან მეშინოდა, რომ ბავშვებისთვის რამე არ დაეშავებინათ“, – განაცხადა ერთ-ერთმა მიგრანტმა ქალმა. ამ ქალის თქმით, მათ სანიტარულ სამსახურს მიმართეს, მაგრამ ადგილზე არავინ მისულა.
2012 წლიდან დიდი ბრიტანეთის მთავრობა ლტოლვილებს და მიგრანტებს საცხოვრებელ ფართს კერძო კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე სთავაზობს. ეს კომპანიებია “Serco”, “G4S” და “Clearsprings Ready Homes”.
ლტოლვილებს, როგორც წესი, საცხოვრებელს დიდი ბრიტანეთის ქალაქების უღარიბეს რაიონებში აძლევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები