ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა სერვერებზე კიბერშეტევა განხორციელდა

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ უწყების თანამშრომელთა სერვერებზე კიბერშეტევა განხორციელდა. ამის შედეგად ჰაკერებმა ელექტრონული პოსტებიდან პირადი მონაცემები მოიპარეს.
როგორც ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიუბომირ ზაორალეკმა განაცხადა, ჰაკერების ხელწერა იმათ ხელწერას ჰგავს, ვინც აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ სერვერებზე წინასაარჩევნო კამპანიის დროს კიბერშეტევა განახორციელეს.
ის თქმით, ჰაკერები უცხოეთიდან მოქმედებდნენ, თუმცა მინისტრს კონკრეტული ქვეყანა არ დაუსახელებია. ზაორალეკმა აქვე ისიც  აღნიშნა, რომ საიდუმლო ინფორმაციის მოპოვება ჰაკერებმა ვერ შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები