ირანი აშშ-ის მოქალაქეებზე ვიზების გაცემას შეწყვეტს

ირანი აშშ-ის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას შეაჩერებს. ეს გადაწყვეტილება თეირანმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებულების საპასუხოდ მიიღო.
ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ჯავად ზარიფმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჟან-მარკ ეიროსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
დონალდ ტრამპმა ირანის და კიდევ ექვსი სახელმწიფოს მოქალაქეებზე ამერიკული ვიზების გაცემის პროცესი შეაჩერა. ორშაბათს ერაყის ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის მოქალაქეებზე ვიზების გაცემას შეაჩერებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები