ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ ბალისტიკურ რაკეტებს სხვა ქვეყნის წინააღმდეგ არასოდეს გამოვიყენებთ 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ ირანი ბალისტიკურ რაკეტებს სხვა ქვეყნის წინააღმდეგ არასოდეს გამოიყენებს. მან ასევე აღნიშნა, რომ რაკეტების გამოცდა ბირთვულ შეთანხმებებს და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს არ ეწინააღმდეგება. ამის შესახებ “როიტერი” იუწყება.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ირანს არც ბირთვული იარაღი აქვს და არც  რაკეტები, რომლებსაც მისი გადატანა შეუძლია.
მუჰამედ ჯავად ზარიფმა არც უარყო და რც დაადასტურა აშშ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ირანმა კვირას საშუალო სიშორის რაკეტა გამოსცადა. გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტის გაშვებამ წარუმატებლად ჩაიარა და  აფეთქდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები