ავსტრიის მთავრობა საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრის ტარების აკრძალვას გეგმავს

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ავსტრიის მთავრობა ჩადრის ტარების აკრძალვას აპირებს. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი” იუწყება.
„ჩვენ ღია საზოგადოება გვაქვს და ის გახსნილ ურთიერთობაზეა დამყარებული. ისეთი ტანსაცმლის ტარება, რომელიც სახეს ფარავს, ამ პრინციპს ეწინააღმდეგება და, შესაბამისად, ის აიკრძალება“ – წერია ავსტრიის მთავრობის განცხადებაში.
ჯერჯერობით უცნობია, შეეხება თუ არა აკრძალვა მხოლოდ ჩადრის და ნიქაბის ტარებას, თუ ეს სხვა მუსლიმანურ ტანსაცმელზეც გავრცელდება.
რამდენიმე დღის წინ ავსტრიის კოალიციური მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში მემარჯვენე რადიკალური პარტიის პოპულარობის ზრდის შესაჩერებლად გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები