ანტონიო ბანდერასი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ცნობილი ამერიკელი მსახიობი, 56 წლის ანტონიო ბანდერასი გულის არეში ტკივილებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ გამოცემა “The Sun” იუწყება.
როგორც თავად ბანდერასმა განაცხადა, ის დიდ ბრიტანეთში ყოფნის დროს, ვარჯიშის შემდეგ, შეუძლოდ გახდა. საავადმყოფოში გამოკვლევების შემდეგ, ანტონიო ბანდერასი სახლში გაწერეს.
ანტონიო ბანდერასი საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში 2015 წელს, მელანი გრიფიტთან გაყრის შემდეგ გადავიდა. ამჟამად მას ფილმში „33“ იღებენ. ფილმი ჩილელ მაღაროელებზეა, რომლებიც ავარიის შემდეგ მიწის ქვეშ ბლოკირებულები აღმოჩნდნენ.

1_5f202ed9

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები