თურქეთში ერთ კვირაში ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი 980 ადამიანი დააკავეს

ერთი კვირის განმავლობაში, თურქეთში ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი 980 პირი დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
თურქეთის შს სამინისტროს ინფორმაციით, 625 ადამიანი ფეთჰულაჰ გიულენის ტერორისტული დაჯგუფების წევრია, ხოლო დანარჩენები „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული პირები.
სპეცოპერაციის დროს ოთხი ტერორისტი გაანადგურეს. ამოღებულია ასაფეთქებელი მოწყობილობები.
პოლიციის ინფორმაციით, ეს პირები თურქეთის სხვადასხვა რაიონებში ტერორისტულ შეტევებს გეგმავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები