უკრაინელი სამხედროები: ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში საბრძოლო მოქმედებები განახლდა

უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსი „ბოევიკები“ სამთავრობო ძალების პოზიციებს თავს დაესხნენ და ადგილი აქვს კონფლიქტის გამწვავებას. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე შეტევას წინ უძღოდა  ცეცხლი ნაღმმტყორცნებიდან , რომელიც „ბოევიკებმა“  დილის 7 საათზე გახსნეს.  უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევის მოგერიება მოახერხეს, მაგრამ საბრძოლო მოქმედებები ახლაც გრძელდება.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  2 დღეში შეიარაღებული ძალების მხრიდან 7 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
შეტაკებები დასახლება ავდეევკის მახლობლად მოხდა, რომელიც „ბოევიკებმა” რეაქტიული არტილერიით, ნაღმმტყორცნებით და ტანკებით რამდენჯერმე დაბომბეს.
ე.წ. დონეცკის რესპუბლიკაში მომხდარზე პასუხიმგებლობა უკრაინელ სამხედროებს დააკისრეს. მათი განცხადებით, პრორუსი “ბოევიკების” მხრიდან 4 ადამიანი დაიღუპა.
უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდგომარეობის გამწვავების გამო, გერმანიაში ვიზიტი შეწყვიტა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან, შესაძლოა, საკონტაქტო ჯგუფის რიგგარეშე სხდომის ჩატარება მოითხოვოს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები