ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი საველე მეთაურია განადგურებული

ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ საველე მეთაური – აბუ საიაფია განადგურებული. ამის შესახებ გამოცემა   “Daily Mail”-ი იუწყება.
აბუ საიაფი ნაინავას პროვინციაში ისლამისტების დაჯგუფების მეთაური იყო. ის ხშირად მონაწილებდა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაციებში.
ცნობისთვის, ქალაქ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 2016 წლის 18 ოქტომბერს დაიწყო. ჯერჯერობით, ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ნახევარი ქალაქის გათავისუფლება მოახერხეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები