ნეთანიაჰუ ირანს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ ირანი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის უხეშ დარღვევაში დაადანაშაულა. ირანმა კვირას საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.
ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ თებერვალში დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე ის ირანის წინააღმდეგ სანქციების განახლების თემას განიხილავს. „ირანის აგრესია უპასუხოდ არ უნდა დარჩეს“ განაცხადა ნეთანიაჰუმ.
გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 2015 წლის 20 ივლისს მიღებული რეზოლუცია ირანს ბალისტიკური რაკეტების ცდების შეჩერებისკენ მოუწოდებს. ამ რაკეტებს ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლია. ირანი აცხადებს, რომ ბირთვული იარაღი არა აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები