გიგლა ბარამიძე: რა საჭიროა დამოუკიდებელი სიპის შექმნა, როცა არის ფორმა, თუ ვინ უნდა ახორციელებდეს მოსმენას

“გასაღები ერთი იქნება თუ ათი, სასამართლო არ უნდა იყოს პოლიტიკური, მაშინ არანაირი გასაღები აღარ იქნება საჭირო”, – ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, გიგლა ბარამიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბარამიძე თვლის, რომ მოსმენებთან დაკავშირებით, ნებართვა სასამართლომ უნდა გასცეს. მისივე თქმით, ფარულ მოსმენებზე წვდომა მხოლოდ სასამართლოს ნებართვის შემდეგ უნდა იყოს შესაძლებელი.
„ამ ფაილების შემქმნელები არ უნდა გაეშვა ხელისუფლებას ქვეყნიდან. რა საჭიროა დამოუკიდებელი სიპის შექმნა, როცა არის ფორმა, თუ ვინ უნდა ახორციელებდეს მოსმენას. მოსმენებზე წვდომა მხოლოდ სასამართლოს დადგენილების შემდეგ უნდა მოხდეს, მაშინ რა აზრი აქვს არსებობას იმ სამსახურების, რომლებსაც ევალებათ მოსმენებზე ქმედების განხორციელება, ან რა საჭიროა მაშინ მოსამართლე. ეს არის კლასიკური ნიმუში და ამას იყენებს ყველა ქვეყანა“, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები