კანადის ქალაქ კვებეკის მეჩეთზე თავდამსხმელს ბრალი წაუყენეს

კანადის პოლიციამ მეჩეთზე მომხდარ თავდასხმაში სტუდენტს, ალექსანდრე ბისონეტს ბრალი წაუყენა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
27 წლის სტუდენტი ექვსი ადამიანის მკვლელობაში და ხუთის მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული, ის უახლოეს მომავალში სასამართლოს წინაშე წარდგება. თავდასხმა 29 იანვარს, გვიან ღამით მოხდა.
ბისონეტი სოციალურ ქსელებში მუსლიმანების წინაღმდეგ სტატუსებით არის ცნობილი. უნივერსიტეტის კამპუსი, სადაც 27 წლის ახალგაზრდა სწავლობდა, მეჩეთიდან 3 კილომეტრში მდებარეობს.
ბისონეტთან ერთად, პოლიციამ მაროკოელი მუჰამედ ჰადირიც დააკავა. ის საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურირებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები