ვაშინგტონის შტატის გენერალური პროკურორი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

ვაშინგტონის შტატის გენერალურმა პროკურორმა, ბობ ფერგიუსონმა განაცხადა, რომ  აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, შიდა უსაფრთხოების სამინისტროს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჩინოვნიკების წინააღმდეგ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს. ამის მიზეზი ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის მიგრაციული პოლიტიკაა.
პროკურორი მოითხოვს სასამართლოსგან, უკანონოდ ცნოს ტრამპის ბრძანებულება, რომელიც 7 ქვეყნის მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში ჩასვლას უკრძალავს. მისი აზრით, ეს ბრძანებულება აშშ-ის კონსტიტუციის იმ მუხლს არღვევს, რომელიც კანონის უზენაესობას და აღმსარებლობის თავისუფლებას შეეხება, დარღვეულია ასევე  იმიგრაციის შესახებ კანონები.
ცნობისთვის, პარასკევს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ქვეყანაში ლტოლვილების მიღებას აჩერებს. გარდა ამისა, მან 7 ქვეყნის მოქალაქეებზე ამერიკული ვიზების გაცემის პროცესიც შეაჩერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები