გიორგი მაჭავარიანი: „ბავშვთა სამყაროს“ შენობის გასხვისება არ იგეგმება

„ბავშვთა სამყაროს“ შენობის გასხვისება არ იგეგმება“, – ამის შესახებ „ბავშვთა სამყაროს“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი მაჭავარიანმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ადმინისტრაცია შენობის აღდგენას მაქსიმალურად შეეცდება.
„ტერიტორიის გასხვისება არ იგეგმება. ჩვენ შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ აღვადგინოთ, თუ აღდგება ეს შენობა, თუ არადა, ალბათ, სადაზღვევო კომპანია გაითვალისწინებს ჩვენს პრობლემას და გვერდით დაგვიდგება. მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერსაც, რომ მიიღეს გადაწყვეტილება და ბანკებსაც დაავალეს, რომ დაზარალებულებს გვერდით დაუდგნენ და კრედიტები გადაუვადონ“,-განაცხადა მაჭავარიანმა.
იგი შენობის საბოლოო რეკონსტრუქციას დაახლოებით 2 წელში ვარაუდობს.
„თუ გამოძიება დროულად დასრულდება, მაქსიმუმ ორ წელიწადში უნდა დავამთავროთ შენობის რეკონსტრუქცია“,-აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები