იემენის სანაპიროსთან ხუსიტებმა საუდის არაბეთის სამხედრო ხომალდზე შეტევა განახორციელეს

იემენის დასავლეთ სანაპიროსთან ამბოხებულმა ხუსიტებმა საუდის არაბეთის სამხედრო ხომალდზე შეტევა განახორციელეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, თვითმკვლელები სამხედრო ხომალდს სამი ნავით მიუახლოვდნენ. ერთ-ერთი მათგანი გემს შეეჯახა. აფეთქების შედეგად ხომალდზე ხანძარი გაჩნდა.
ხომალდის ეკიპაჟმა ხანძრის ჩაქრობა მოახერხა. აფეთქების შედეგად, საუდის არაბეთის ხომალდის ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა და სამი დაიჭრა.
ამბოხებული ხუსიტები აცხადებენ, რომ საუდის არაბეთის ხომალდი  იემენის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიაში მონაწილეობდა. კოალიციურმა ძალებმა კი მომხდარი ტერაქტად შეაფასეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები