თბილისის მერია დაზარალებულ მოვაჭრეებს, სხვადასხვა ბაზრობებზე გადანაწილებაში დაეხმარება

დედაქალაქის ვიცე-მერის, ლაშა აბაშიძის განცხადებით, თბილისის მერია „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებს სხვადასხვა ბაზრობაზე გადანაწილებაში დაეხმარება.
როგორც აბაშიძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა,  იგეგმება ასევე, საბანკო მიმართულებით გარკვეული შეღავათების დაწესება.
„დღეს გვაქვს მერიაში კონსოლიდირებული შეხვედრა, რომელსაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები დაესწრებიან. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იყო, რომ საცავიდან გამოგვეტანა ის ფასეულობები, რაც გადარჩენილი იყო და მესაკუთრეებისთვის გადაგვეცა. მეორე პრიორიტეტია, რომ ამ ადამიანებმა გააგრძელონ მუშაობა, ისინი გადანაწილდნენ სხვადასხვა ადგილებზე და ჩვენ ამაში დავეხმარებით. მესამე – როგორც იცით, მათ აქვთ გარკვეული საბანკო ვალდებულებები, როგორც ბანკებთან, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან. ეროვნულმა ბანკმა და ჩვენც ერთობლივად განვაცხადეთ, რომ  ვუშუამდგომლებთ მათ, რომ დაწესდეს გარკვეული შეღავათები, რათა ამ ადამიანებს საპროცენტო განაკვეთები არ დააწვეთ“, – განაცხადა აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები