“მიმდინარეობს გამაგრებითი სამუშაოები, რათა უსაფრთხოდ განხორციელდეს „ბავშვთა სამყაროში“ დარჩენილი საქონლის გამოტანა”

თბილისი ვიცე-მერის, ლაშა აბაშიძის განცხადებით, დილიდან, „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, რათა იქ არსებული ფასეულობები ოპერატიულად და უსაფრთხოდ გამოიტანონ.
როგორც აბაშიძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, ამ ეტაპზე, გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს. „ჯერ კონკრეტული ინფორმაცია არ გვაქვს გამოძიებისგან. გამოძიება მიმდინარეობს.
რაც მთავარია, დილიდან უკვე ჩავატარეთ გარკვეული სამუშაოები. ამჟამად სპეციალური დამჭერები მაგრდება და გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომ ხალხი სათითაოდ შეიყვანონ და საცავებიდან მათი საქონლის გამოტანა უსაფრთხოდ განხორციელდეს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, გამოვიტანოთ ის საქონელი, რაც გადარჩა და შესაბამისი ექსპერტებისა და კომპანიის (რომელმაც უნდა გააკეთოს ეს ე.წ. დამჭერები) წარმომადგენლების მხრიდან დათვალიერების შემდეგ, პოლიციასთან ერთად, ამ ყველაფერს გადაიღებენ. ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად ოპერატიულად უზრუნველვყოთ იმ ფასეულობების გამოტანა, რაც ამ საცავებშია დაცული“, -განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები