ეკა ბესელია ფარული მოსმენების ახალ პროექტზე: ეს იქნება ბალანსი ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოების უფლების დაცვას შორის

ფარულ მოსმენებს ახალი დამოუკიდებელი უწყება განახორციელებს.  პროექტი უმრავლესობამ დახურულ შეხვედრაზე წარადგინა. ცვლილებების მიხედვით, უწყებას საგამოძიებო ფუნქცია არ იქნება და ის პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.  მის ხელმძღვანელს  პრემიერ-მინისტრი დანიშნავს.  უწყება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება. ამასთან, იქმნება ე.წ. მეორე გასაღებიც, რომელსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გააკონტროლებს.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, ეს იქნება ბალანსი ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოების უფლების დაცვას შორის.
„ეს იქნება ბალანსი ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოების უფლების დაცვას შორის. ამ ორი ძალიან ღირებული უფლების დაცვას ემსახურება ეს ახალი მოდელი. ჩვენ კიდევ ერთი გასაღები შემოგვაქვს  დამატებით და ის ექნება უზენაეს სასამართლოში კონკრეტულ მოსამართლეს, რომელიც კონტრდაზვერვითი საქმიანობისთვის განახორციელებს სპეციალურ კონტროლს, როგორ მიმდინარეობს ამ მიზნისთვის საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები