ოქროს ბირჟის მოვაჭრე: ძვირფასი ლითონის ნივთები დაზიანებული არაა
ოქროს ბირჟის ერთ-ერთი მოვაჭრის, მაგული კერესელიძის ინფორმაციით, საცავებში არსებული ძვირფასი ლითონის ნივთები დაზიანებული არ არის.
როგორც კერესელიძემ საცავიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მას თავისი ნივთები სრულად დახვდა. მისივე თქმით, სხვა მოვაჭრეების ნივთებიც დაუზიანებელია. საცავებში ოქროს ბირჟის მოვაჭრეთა შეყვანა და მათი ნივთების გამოტანა ამ დრომდე გრძელდება.