“შსს უზრუნველყოფს „ბავშვთა სამყაროს“ შენობის სრულ დაცვას და უცხო პირი ტერიტორიაზე ვერ შევა”

შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს „ბავშვთა სამყაროს“ შენობის სრულ დაცვას და ამ დღეების განმავლობაში, უცხო პირი ტერიტორიაზე ვერ შევა, – აღნიშნული განცხადება მედიის წარმომადგენლებთან შს მინისტრის მოადგილემ მერაბ მალანიამ გააკეთა.
“როგორც მოგეხსენებათ, სამხარაულისა და მერიის ექსპერტები იმყოფებოდნენ შენობაში. მათი დასკვნით, შენობაში შესვლა სახიფათოა, რის საფუძველზეც გადაწყდა შენობის დემონტაჟი. რამდენი დღეც არ უნდა გაგრძელდეს შენობის დემონტაჟი, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს ტერიტორიის სრულ დაცვას და მინდა განვაცხადო, რომ ამ დღეების განმავლობაში უცხო პირი ვერ შევა ტერიტორიაზე“, – განაცხადა მალანიამ.
“ბავშვთა სამყაროს ტერიტორიაზე ამ წუთებში საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადა. ადგილზე რჩებიან დაზარალებული მოვაჭრეები, რომელთა ნაწილი შენობაში შესვლას და ნივთების გამოტანას მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები