ტრამპის ბრძანებულების საპასუხოდ, ერაყმა ქვეყანაში აშშ-ის მოქალაქეებს ჩასვლა აუკრძალა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანებულების საპასუხოდ, რომელმაც 7 ქვეყნის მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში ჩასვლა აუკრძალა, ერაყმა ასეთივე გადაწყვეტილება შეერთებული შტატების მოქალაქეების მიმართ მიიღო. ამიერიდან მათ ერაყში ჩასვლა აეკრძალათ.
ტრამპის ბრძანებულებას მსოფლიოს ბევრი ქვეყნის უკმაყოფილება მოჰყვა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მას დისკრიმინაციული უწოდა. გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარმა ზეიდ ალ-ჰუსეინმა განაცხადა, რომ ის ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს არღვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები