კობა გვენეტაძე – ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებს საბანკო სესხები გადაუვადონ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულების შესახებ ისაუბრეს.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი დაისვა ბანკების წარმომადგენლებთან და ეროვნულ ბანკს უნდა, რომ მსესხებლებს შუამდგომლობა გაუწიოს კომერციულ ბანკებთან იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რომელიც ბანკებს აქვთ, რათა, შეძლებისდაგვარად, გადაუვადონ ასეთი სესხები.
როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, ეს არის როგორც მსესხებლის, ისე კომერციული ბანკების ინტერესებში.
„კომერციულმა ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ამ შემთხვევაში მაქსიმალურად გაითვალისწინონ ეს სიძნელეები და გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც ამ პირობებში შესაძლებელია“, – განაცხადა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები