ბრაზილიაში მილიარდერი დააკავეს, რომელიც კორუფციაშია ეჭვმიტანილი

ბრაზილიელი მეწარმე, მილიარდერი ენრიკე ბატისტა რიო-დე-ჟანეიროში პოლიციამ დააკავა. ის კორუფციასა და ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ბატისტას დაკავების ორდერი ბრაზილიის პოლიციამ გასულ კვირას გასცა. ამის შემდეგ მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მილიარდერი პოლიციას საკუთარი ნებით ჩაბარდა.
სააგენტო „როიტერის“ინფორმაციით, ეიკე ბატისტა რიო-დე-ჟანეიროს შტატის ყოფილი გუბერნატორისთვის, სერჟიუ კაბრალუსთვის 16,5 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის მიცემაშია ეჭვმიტანილი.
გუბერნატორი პოლიციამ რამდენიმე თვის წინ დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები