იაგლანდი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე: უკეთესი იქნება, თუ ადგილზე მუდმივმოქმედი მონიტორინგის მისიას მივავლენთ

 ძალიან მნიშვნელოვანია ადგილზე ჩვენი ყოფნა, რაც მიმდინარე მოვლენების დაფიქსირების შესაძლებლობას მოგვცემს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე დასმულ კითხვას უპასუხა. მან ადგილზე მუდმივმოქმედი მონიტორინგის მისიის ყოფნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“ძალიან მნიშვნელოვანია ადგილზე ჩვენი ყოფნა, რაც მიმდინარე მოვლენების დაფიქსირების შესაძლებლობას მოგვცემს. ამ საკითხებს, შეძლებისდაგვარად, კონსოლიდირებულ ანგარიშებში ვაშუქებ, რომლებსაც წელიწადში ორჯერ ვამზადებ. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ამ მიმართულებითაც. მაგრამ უკეთესი იქნება თუ ადგილზე მუდმივმოქმედ მონიტორინგის მისიას მივავლენთ, რომლის მეშვეობითაც იქ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით უფრო ზუსტი ინფორმაციის მოპოვებას შევძლებთ. მე ევროპის საბჭოს ყველა წევრს ვეუბნები, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტერიტორიიდან წვდომის მოპოვება იმისათვის, რომ თავად დავინახოთ და მოვისმინოთ ის, თუ რა ხდება“, – განაცხადა იაგლანდმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები