ბრიუსელში 81 მიგრანტი დააკავეს

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში 81 მიგრანტი დააკავეს. მათ შორის არის სამი სირიელი, ორი ერაყელი და ერთი ავღანელი. მიგრანტები ბრიუსელის ჩრდილოეთ სადგურის ტერიტორიაზე დააკავეს. როგორც ბელგიის მიგრაციის საკითხებში მინისტრმა ტეო ფრანკენმა განაცხადა, დაკავებულთა უმეტესობა სუდანის და რუმინეთის მოქალაქეა და ისინი ბელგიის გავლით დიდ ბრიტანეთში მოხვედრას ცდილობენ.
„ეს ადამიანები ბელგიის ტერიტორიაზე არალეგალურად არიან და ჩვენ იძულებულები ვართ, ზომები მივიღოთ“, – განაცხადა ფრანკენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები