პესკოვი – ტრამპის და პუტინის შეხვედრა შესაძლოა, „დიდი ოცეულის“ სამიტამდე გაიმართოს

რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინის და დონალდ ტრამპის შეხვედრა შესაძლოა, „დიდი ოცეულის“ სამიტამდე შედგეს. „დიდი ოცეულის“ შეხვედრა ჰამბურგში 7-8 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის განცხადებით, ტრამპის და პუტინის სატელეფონო საუბრის დროს კრემლმა „რთული საკითხების მოგვარების მზადყოფნა“ დაინახა.
პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბარი 28 იანვარს გაიმართა. საუბარი, ძირითადად, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას და სირიაში კონფლიქტის მოგვარებას ეხებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები