გია ვოლსკი: როგორ შეიძლება ვინმემ დაუშვას – „კარფური“ იქნება თუ სხვა სავაჭრო ორგანიზაცია, აქედან რაიმე შედეგს მიიღებს

„როგორ შეიძლება ვინმემ დაუშვას, ამდენი ადამიანი ზარალში ჩააგდოს – “კარფური“ იქნება თუ სხვა სავაჭრო ორგანიზაცია, აქედან რაიმე შედეგს მიიღებს…“ – ამ სიტყვებით ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ხანძრის შედეგად განადგურებულ „ბავშვთა სამყაროს“ გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს.
გია ვოლსკის შეფასებით, ეჭვი იმის თაობაზე, თითქოს “ბავშვთა სამყაროში“ ხანძარი ხელოვნურად იყო გამოწვეული, უსაფუძვლოა.
“საკითხის ლოგიკიდან გამომდინარე, ადამიანის მიმართ დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ყველანაირი პრაგმატული შეფასებიდან გამომდინარე, როგორ შეიძლება ვინმემ დაუშვას, ამ ზომისა და ამ წონის უბედურება მოახდინოს, ამდენი ადამიანი ზარალში ჩააგდოს და ამაში რაღაც ბიზნესინტერესი ჰქონდეს, როცა ქვეყანას, სახელმწიფოს ამდენი პრობლემა აწევს ზურგზე – “კარფური“ იქნება თუ სხვა სავაჭრო ორგანიზაცია, აქედან რაიმე შედეგს მიიღებს… ეს მოსაზრება და ბრალდება, არა მხოლოდ უსაფუძვლო მგონია, არამედ ვისაც ეს აზრად გაუჩნდა, არის ავადმყოფური, მიმართული იქითკენ, რომ ჩრდილი მიადგეს სახელმწიფოს უსაფრთხოების თემას. ადამიანები, ვინც ამ იდეას აჟღერებენ, ან პოლიტიკურად არიან მოტივირებულები, ან საერთოდ მოცილებულნი იმ რეალობას, რაც საქართველოში გაგვაჩნია“, – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.
 მანვე იმედი გამოთქვა, რომ მოხდება საკითხის სპეციალური განხილვა და ზარალის დათვლა.
 “ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ არ არიან მარტო დარჩენილნი საკუთარი ბედის წინაშე“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები