ლავროვი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის საკითხში აშშ-სთან თანამშრომლობას მიესალმება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის საკითხში აშშ-სთან თანამშრომლობას მიესალმება. მისი თქმით, ამ თანამშრომლობას „უზარმაზარი შესაძლებლობები“ აქვს და ის სავსებით რეალურია პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში.
„ეს საკითხი აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებმა 28 იანვარს სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს. მე აქ უდიდეს შესაძლებლობებს ვხედავ, საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნება ამ გეგმის განსახორციელებლად“, – განაცხადა ლავროვმა პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდაცვის ახალ მინისტრს, ჯეიმს მეტისს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის ახალი სტრატეგიის შემუშავება დაავალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები