“ბავშვთა სამყაროს” დირექტორი ნიკა მელიას მიმართავს – „ნუ ისარგებლებთ ამ ტრაგედიით“

 სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს თხოვნით მიმართავს, რომ ხანძრის შედეგად გამოწვეულ ტრაგედიას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ნუ გამოიყენებენ. გიორგი მაჭავარიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას მიმართავს, რომ საკუთარ საქმეს მიხედოს.
„აბსოლუტურად გამოვრიცხავ ამ შემთხვევის რაიმე პოლიტიკურ ჭრილში განხილვას. აქ ვნახე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელები, ჩემი ასაკის ბიჭები არიან და ძალიან ვთხოვ მათ, ნუ გამოიყენებენ ამ ტრაგედიას თავიანთი პირადი მიზნებისთვის. პირადად ვიცნობ ნიკანორ მელიას და ვთხოვ, თავიანთ საქმეებს მიხედონ, აქვე ვნახე ალეკო ელისაშვილიც და ვთხოვ ყველას, რომ ჩვენს პრობლემას თავი დაანებენ, არ მინდა, რომ პოლიტიკურ ჭრილში გადავიდეს ეს ყველაფერი“, – აცხადებს „ბავშვთა სამყაროს“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მაჭავარიანი.
შეგახსენებთ, რომ სავაჭრო ცენტრი „ბავშვთა სამყარო“ ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკანორ მელია სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულებს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები