ზვიად ქაწაშვილი: ოქრო დაცულ მდგომარეობაშია

„ოქრო დაცულ მდგომარეობაშია“, – ამის შესახებ სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელმა ზვიად ქაწაშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, 3-4 საათის შემდეგ შენობის კონსტრუქცია გაციებას დაიწყებს და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ ექსპერტები შესვლას და ტერიტორიის დათვალიერებას. ექსპერტების შემდეგ კი ნელ-ნელა დაიწყება ქონების გამოტანა.
ზვიად ქაწაშვილის განმარტებით, დილის შემდეგ 215 მეხანძრე ცდილობს ხანძრის ლიკვიდაციას, თუმცა ამ დრომდე რჩება გარკვეული კერები.
„ამ ეტაპზე მივიღეთ მთლიანობაში განადგურებული ბავშვთა სამყაროს შენობა“, – განაცხადა ზვიად ქაწაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები